
ავტორი
Front News საქართველო
მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით სამოქალაქო მოძრაობა აქციას გამართავს.
აქციის მონაწილები 14:00 საათზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის რეზიდენციასთან შეიკრიბებიან, რის შემდეგაც ქალაქის ქუჩებში მსვლელობის გააგრძელებენ.
“პლატფორმა აერთიანებს ყველას, მათ შორის მათაც, ვინც სულაც არ ფიქრობს, რომ მიშა არის უდანაშაულო, თუმცა არ ფიქრობს იმას, რომ დღევანდელი მართლმსაჯულება პოლიტიკური მოტივაციისგან მის მიმართ დაცლილია.
პირველ მისამართად შევარჩიეთ პრეზიდენტის რეზიდენცია, რადგან სალომე ზურაბიშვილს აქვს რეალური ბერკეტი, რომელიც დაასრულებს ქვეყანის ორად გახლეჩას. მას აქვს ისტორიული შანსი, რომ მართლა შევიდეს ქვეყნის ისტორიაში, როგორც გამაერთიანებელი”- განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ნანუკა ჟორჟოლიანმა.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს