
ავტორი
Front News საქართველო
რუსთაველის გამზირზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით იმართება.
“ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მხარდამჭერები ორ ლოკაციაზე რესპუბლიკის მოედანსა და პუშკინის სკვერში არიან შეკრებილი, საიდანაც მსვლელობით პარლამენტის შენობისკენ გამოემართებიან.
რუსთაველის გამზირზე მზადაა სცენა, საინადაც სიტყვით გამოსვლები დაიწყება. სცენა პარლამენტის შენობის მოპირდაპირე მხარეს, ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის წინ არის მოწყობილი.
რუსთაველის გამზირზე უკვე იმყოფებიან „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები. მათი განცხადებით, აქციის მთავარი მოთხოვნა მიხეილ სააკშვილის გათავისუფლება და ვადამდელი არჩევნების დანიშვნაა.
დღევანდელი აქციისთვის სიმბოლურად შეირჩა მიხეილ სააკაშვილის დაბადების დღე. ის დღეს 54-ე იუბილეს პატიმრობაში ხვდება.
საპროტესტო აქციის გამო, რუსთაველის გამზირი მოკლე ხანში გადაიკეტება და ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს