Logo

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით დაგეგმილ აქციას რეგიონებიდან უერთდებიან

პოლიტიკა
21.12.2021 / 12:49
Frontnews image description

დედაქალაქში მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით დაგეგმილ აქციას რეგიონებიდან უერთდებიან.  მხარდამჭერები უკვე დაიძრნენ  დასავლეთ საქართველოს რეგიონებიდან. სამეგრელოს, აჭარის, გურიისა და იმერეთის  ქალაქებიდან  მრავალრიცხოვანი ავტოკოლონები დედაქალაქისაკენ დილიდან  მოემართებიან. 

 

მათი მთავარი მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაა. 

 

ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მმართველობის რესურსი უკვე ამოწურა. 

 

“ათასობით ადამიანი შეიკრიბება რუსთაველის გამზირზე, რომ ქვეყანას, საერთშორისო პარტნიორებს, მთავრობას უთხრას, რომ სირცხვილია, რომ თავამედროვე სახელმწიფოს დამფიუძნებელი ციხეში იჯდეს. ჩვენ მოვითხოვთ პირველ რიგში,  მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასა და ასევე იმ უბედურების დასრულებას, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” შექმნა ქვეყანაში”, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიგა შუშანიამ. 

 

მასშტაბური აქცია რუსთაველის გამზირზე 18:00 საათზე დაიწყება.

Advertisement