Logo

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შსს-სთან აქცია იმართება

პოლიტიკა
782
Frontnews image description

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შინაგან საქმეთა სამინისტროსთან სამოქალაქო აქტივისტების  აქცია მიმდინარეობს. ისინი სტვენითაა და შეძახილებით მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლებას ითხოვენ. 

 

მათი განცხადებით, მესამე პრეზიდენტი ბიძინა ივამიშვილის და პუტინის პირადი პატიმარია. 

 

აქციის მონაწილეეებს დღეს დაგეგმილი ქონდათ პერფორმანსი, რომ აქციის მონაწილეს ეცმეოდა მილიციონერის ფორმა, ნიშნად იმისა, რომ დღევანდელი პოლიცია 90-იანი წლების მილიციას დაემსგავსა, თუმცა პერფორმანსი ვერ შედგა, რადგან აქტივისტი ადგილზე მისვლამდე დააკავეს. 

 

“დღევანდელ აქცია-პერფორმანს ქვია “გაიშნიკი”. აქციის შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გამართვა გადავწყვიტეთ, რადგან ვთვლით,  რომ ეს უწყება არის მთლიანად პოლიტიზირებული და პოლიტიკური დამკვეთების შემსრულებელი”, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა. 

 

აქტივისტები პოლიტიკური ნიშნით დაკავებების შეწყვეტას ითხოვენ, ამასთან,  სოლიდარობას უცხადებენ იმ პოლიციელებს, რომლებსაც უკანონო დავალებების შესრულება უხდებათ და მათ კანონის მხარეს დადგომას ურჩევენ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები