მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე სამართალდამცველებმა 2 ადამიანი დააკავეს

ავტორი
Front News საქართველო
მთავრობის კანცელარიასთან, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილს მხარდამჭერ აქციაზე აქტივისტებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა.
არსებული ინფორმაციით, დააკავეს ორი აქტივისტი – მოძრაობა “საქართველოსთვის” წევრი ნიკა ნარსია და “შეცვალეს” წევრი ოთო გურგენიძე.
აქტივისტები ცდილობდნენ წარწერები “თავისუფლება მიშას” გაეკეთებინათ, რისი უფლებაც სამართალდამცველებმა არ მისცეს.





