მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად მსვლელობა იმართება

ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად მსვლელობა იმართება.
სააკაშვილის მხარდამჭერები ავტომანქანებით „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისიდან დაიძრნენ და ამ დროისთვის რუსთავის ციხესთან იკრიბებიან.
პარტიის თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსთავის ციხეში ტყვეობაში ვლადიმერ პუტინის პირადი მტერი იმყოფება.
“უნდა გვახსოვდეს რა ხდება, როდესაც ვსაუბრობთ მთელი მსოფლიო პუტინის ახალი და ძალიან სახიფათო სამხედრო აგრესიის მოლოდინშია. თავისუფალი სამყარო გაერთიანებულია უკრაინის დასაცავად და არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსთავის ციხეში ტყვეობაში იმყოფება პუტინის პირადი მტერი. პუტინის მტერია ნებისმიერი თავისუფალი ქვეყანა, განვითარების და დასავლეთის გზაზე დამდგარი. ასეთი ქვეყანა ვიყავით წლების განმავლობაში და იმიტომაც ხდებოდა, რაც ხდებოდა.
ჩვენი ადამიანური, მეგობრული, პოლიტიკური ვალდებულებაა ვიყოთ სხვადასხვა ადგილებში ძალიან ხშირად, ვაკეთოთ ყველაფერი, რაც შეამცირებს მიხეილ სააკაშვილის ტყვეობაში ყოფნის ვადას“, – განაცხადა ნიკა მელიამ რუსთავის ციხესთან.





