Logo

მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად ბრიტანელი ექსპერტი დღეს მივა

პოლიტიკა
08.11.2022 / 11:55
Frontnews image description

ბრიტანელი ექსპერტი კორნელიუს კატონა მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად კლინიკა “ვივამედში“ დღეს მივა. ის მიხეილ საკაშვილის საქმეში რამდენიმე თვეა, დისტანციურად არის ჩართულია. 

 

დაახლოებით 10 დღეში კი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთლობის მდგომარეობის შესახებ საბოლოო დასკვნა უნდა იყოს მზად.  

 

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის შალვა ხაჭაპურიძის თქმით, დიაგნოზის სიმძიმიდან გამომდინარე, შესაძლოა, სასჯელისაგან გათავისუფლებაც კი მოითხოვონ. 

 

“შეთანხმების თანახმად, საექსპერტო დასკვნა 18-19 ნოემბერს უნდა იყოს მზად, ამის შემდეგ უკვე დაცვის მხარე მივიღებთ გადაწყვეტილებას, სასამართლოს. მივმართავთ გათავისუფლების მოთხოვნით, თუ სასჯელის გადავადების მოთხოვნით. 

 

არსებობს ჯანდაცვის მინისტრის ბრძანება, თუ იმ ჩამონათვალში და იმ კოდით ხვდება დაავადება, ეს უკვე სასჯელისგან გათავისუფლების საფუძველია. სხვათაშორის, ჩვენზე ადრე ვალდებულია იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებულმა პენიტენციურმა სამსახურმა ეს საკითხი დააყენოს სასამართლოს წინაშე“, – განაცხადა ხაჭაპურიძემ. 

 

მიხეილ სააკაშვილი 2021 წლის პირველ ოქტომბერს დააკავეს, მან პროტესტის ნიშნად, ჯამში 50 დღეზე მეტხანს იშიმშილა, რამაც მისი ჯანმრთელობა სერიოზულად დააზიანა.

Advertisement