
ავტორი
Front News საქართველო
გორის სამხედრო ჰოსპიტალში მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად გიული ალასანია და ედუარდ სააკაშვილი მივიდნენ.
ჰოსპიტალში შესვლის წინ მესამე პრეზიდენტის შვილს კომენტარი არ გაუკეთებია.
ედუარდ სააკაშვილი მამის მოსანახულებლად ნიდერლანდებიდან ჩამოვიდა. წინა ჯერზე რუსთავის ციხეში მან ეს ვერ შეძლო, როდესაც მესამე პრეზიდენტის ოჯახის წევრები ალოდინეს, შემდეგ კი გაირკვა, რომ პრეზიდენტი მოტყუებით გლდანის ციხეში გადაიყვანეს.
მიხეილ სააკაშვილი დღეს მისმა ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ მოინახულა. მისი განცხადებით, სისუსტის მიუხედავად, მესამე პრეზიდენტი მზადაა ხვალინდელ სასამართლო სხდომას დაესწროს, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში, “პიჯაკების საქმეზეა” ჩანიშნული.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს