Logo

მიხეილ სააკაშვილის ოჯახი პეტიციას აქვეყნებს

პოლიტიკა
520
Frontnews image description

“გადაარჩინე მიშა” – ამ სახელწოდებით საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ოჯახი პეტიციას აქვეყნებს. 

 

“სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა კონსილიუმმა, რომელიც პროფესიონალი ექიმების მიერ არის დაკომპლექტებული, გამოაქვეყნა დასკვნა, სადაც წერია, რომ მიხეილ სააკაშვილი საჭიროებს გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას, რათა მოხდეს მისი სიცოცხლის გადარჩენა.

 

იმის გათვალისწინებით, რომ როგორც პენიტენციურ სამსახურში ასევე საქართველოში შეუძლებელია პაციენტის მკურნალობა ოჯახი ვითხოვთ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილი დაუყონებლივ გადაყვანას საზღვარგარეთ შესაბამის კლინიკაში.

 

ჩვენი, როგორც ოჯახის უპირველესი მიზანია, გადავარჩინოთ მიშა და სწორედ ამ მიზნით დავიწყეთ ხელმოწერების შეგროვება, რომელსაც წარვუდგენთ საქართველოს პრეზიდენტს“, – აღნიშნულია პეტიციაში.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები