მიხეილ სააკაშვილის პროცესი 9 იანვრამდე გადაიდო


ავტორი
Front News საქართველო
მესამე პრეზიდენტის მიხეილ საააკაშვილის დღევანდელი სასამართლო პროცესი გადაიდო. შემდეგი სხდომა 9 იანვარს, 12:00 საათზე გაიმართება.
მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან სასჯელის მოხდისგან გათავისუფლების საკითხის პროცესის გადადების მიზეზად მოსამართლე გიორგი არევაძემ სხვა საქმეზე სათათბიროდ გასვლა დაასახელა.
დღევანდელი პროცესი 15:00 საათზე იყო ჩანიშნული და ამერიკელი ექსპერტის, ნევროლოგ ლაჰანის გამოკითხვა იგეგმებოდა.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს