
ავტორი
Front News საქართველო
“სიჩუმე დანაშაულია”, “შეწყვიტეთ მკვლელობა”- ამ გზავნილებით იუსტიციის სამინისტროსთან აქცია იმართება. აქციის მონაწილეების მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაა, მოთხოვნის ადრესატი კი იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძეა.
აქციის ორგანიზება სოციალურ ქსელში მოხდა.
“ჩვენ ვითხოვთ, სახელმწიფომ შეწყვიტოს ეს გამოცხადებული მკვლელობა. ერთადერთი უფლების დაცვის გარანტია მოგვცა ღარიბაშვილმა – თვითმკვლელობის უფლება. ეს თურმე გვაქვს. მე არ ვარ თანახმა, იმ ქვეყანაში ცხოვრენაზე, სადაც მხოლოდ თვითმკვლელობის უფლება გვაქვს და არ ვარ თანახმა, ვუყურო, როგორ კვდება მესამე პრეზიდენტი”, – განაცხადა აქციის მონაწილემ, ტელეკომპანია “კავკასიის” გენერალურმა დირექტომა ნინო ჯანგირაშვილმა.
იუსტიციის სახლთან მობილიზებული არიან სამართალდამცველები.
სამოქალაქო აქტივისტების აქცია რუსთავის ციხესთან გადაინაცვლებს.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს