
ავტორი
Front News საქართველო
ციხეში მოშიმშილე ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით დღეს შიმშილობა კიდევ ერთმა მოქალაქემ დაიწყო. დათო ელისაშვილი ამ მოთხოვნით პარლამენტის წინ მივიდა.
მისი თქმით, დიაბეტი აქვს, ინსულინზეა დამოკიდებული, თუმცა მედიკამენტის მიღებასა და საკვებზე მაინც უარს აცხადებს.
“ეს პროტესტი უფრო არ არის, ეს უფრო თხოვნაა, იმ ხელისუფლების მიმართ, რომელიც საკუთარივე ქვეყნის მესამე პრეზიდენტს ტყვედ ამყოფებს საკუთარ ციხეში. სანამ მიხეილ სააკაშვილს არ გადაიყვანენ საავადმყოფოში, მანამდე მე არ შევწყვეტ ამ სამმაგ შიმშილობას”, – განაცხადა დათო ელისაშვილმა.
მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით 25-ზე მეტი ადამიანი შიმშილობს.
დღეს მიხეილ სააკაშვილის პატიმრობისა და შიმშილობის 49-ე დღეა.
თაგები:
მიხეილ სააკაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს