მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობას კიდევ ერთი ადამიანი იწყებს


ავტორი
Front News საქართველო
მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობას კიდევ ერთი ადამიანი იწყებს, – ამის შესახებ რუსთავის ციხესთან გამართულ აქციაზე გახდა ცნობილი.
როგორც 22 წლის ირაკლი გოგუაძე აცხადებს, მიხეილ სააკაშვილი აუცილებლად იქნება თავისუფალი.
“ძალიან ბევრი ვიფიქრე მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლის შემდეგ, მეც მაქვს კითხვები მის მმართველობაზე, მაგრამ ერთი არის ნამდვილი, რომ ეს ქვეყანა ვითარდებოდა მისი მმართველობის დროს, მიდიოდა წინ, ეკონომიკა იზრდებოდა, ახლა ვართ ჭაობში. მივმართავ მიხეილ სააკაშვილს, ის აუცილებლად იქნება თავისუფალი, ასევე მივმართავ “ქართულ ოცნებას”, გადაიყვანოს მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში”, – განაცხადა ირაკლი გოგუაძემ აქციაზე.
რუსთავის ციხესთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია უკვე დამთავრებულია, თუმცა ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე კვლავ დარჩებიან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები.
ამ დროისათვის აქციის დაწყებისათვის ემზადებიან სამეგრელოში. ზუგდიდში აქციის მონაწილეები უკვე იკრიბებიან.
თაგები:
მიხეილ სააკაშვილი