მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოყვანის საქმეზე კიდევ ორი პირია დაკავებული


ავტორი
Front News საქართველო
მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოყვანის საქმეზე დანაშაულის დაფარვის გამო ელგუჯა ცომაიას გარდა, კიდევ ორი პირია დაკავებული, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ განუცხადა.
დაკავებულების ვინაობას პროკურატურა ჯერჯერობით არ ამხელს.
“დაკავებულია კიდევ ორი პირი დანაშაულის დაფარვის ფაქტზე, რის შესახებაც საზოგადოებისთვის უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი. თავად მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილის შემოსვლის მარშრუტი არის გამოძიებისთვის ცნობილი და მიმდინარეობს გამოძიება. ასევე დაწყებულია გამოძიება 344-ე მუხლით, რაც გულისხმობთ მიგრანტის სახელმწიფო საზღვარზე უკანონო შემოყვანას და სათანადო პირობების შექმნას”, – განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.
რაც შეეხება ელგუჯა ცომაიას, მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მეორე ნაწილით (მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების 1-დან 4 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.
თაგები:
მიხეილ სააკაშვილი