
ავტორი
Front News საქართველო
“მთავარი არხის” დამფუძნებლისა და მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის ნიკა გვარამიას ინფორმაციით, მესამე პრეზიდენტის საქმეში ამერიკელი იურისტი ჩაერთვება.
გვარამიას თქმით, ჯონ სენდვიჯი აღნიშნულ საქმეზე მთავარი საერთაშორისო სპიკერი იქნება.
“ჩვენ ველოდებით აშშ-დან მიხეილ სააკაშვილის იურისტს, რომელიც ძალიან მაღალი კვალიფიკაციისაა და ძალიან მაღალი თანამდებობები ეჭირა ობამა-ბაიდენის ადმინისტრაციაში. ის იქნება მთავარი საერთაშორისო სპიკერი ამიერიდან და ისაუბრებს საერთაშორისო რანგითაც და საქართველოს მიმართულებითაც მთავარ საკითხებზე.
დიახ, ჩვენ ვაპირებთ, რომ ამ ყველაფერს ჰქონდეს უმძიმესი შეფასებები და დავფაროთ ამ შეფასებებით მთელი საერთაშორისო საზოგადოება”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს