Logo

მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში საჩივარი გაიგზავნა

პოლიტიკა
1491
Frontnews image description

მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში საჩივარი გაიგზავნა, – ინფორმაციას გიული ალასანია და გიორგი ჩალაძე პოლონეთიდან ავრცელებენ.

 

“დროებითი გადავადება, არის ასეთი სურვილი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, რომ მიეცეს ადამიანს შესაძლებლობა, აღიდგინოს ჯანმრთელობა, თუკი დარჩა მას ეს შანსი, უკვე ძალიან მძიმე მდგომარეობაა”, – აცხადებს გიული ალასანია.

 

ჩალაძის თქმით, დაცვის მხარე დარღვეული უფლებების აღდგენას და მისი სიცოცხლის შესანარჩუნებელი ღონისძიებების გატარებას ითხოვს.

 

“პრეზიდენტ სააკაშვილის გათავისუფლებას სჭირდება ბევრი კომპლექსური ქმედება და ყველა ეს ქმედება ხორციელდება უმაღლეს დონეზე. სტრასბურგის გადაწყვეტილებასთან ერთად ეს ქმედებები გაგრძელდება, ვიდრე მისი თავისუფლება არ იქნება მიღწეული და ყველაზე რთული რაც არის, ეს არის დრო, გამოწვევა ჩვენი არის დრო, რომ უნდა მოვასწროთ, ვიდრე პრეზიდენტი ცოცხალია, შემდეგ მისი გარდაცვალება გამოიწვევს ყველა ამ პროცესის, რასაც საქართველოს სახელმწიფოებრივი შენარჩუნება ჰქვია, დაკარგვას”, – განაცხადა ჩალაძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები