მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 14 დეკემბრამდე გადაიდო


ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 14 დეკემბრამდე გადაიდო.
თავად მიხეილ სააკაშვილს სხდომაზე დასწრების საშუალება არც დღეს მისცეს. კლინიკა “ვივამედმა” მესამე პრეზიდენტის ტრანსპორტირების რეკომენდაცია არ გასცა.
ადვოკატებმა მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვა მოითხოვეს.
პენიტენციური დაწესებულების წარმომადგენელმა სხდომაზე განაცხადა, რომ ჩართვას სპეციალური დაწესებულებიდან თავად უზრუნველყოფდნენ, საავადმყოფოში კი კლინიკამ უნდა უზრუნველყოს. შესაბამისად, მისი თქმით, ის ვერ იტყვის, რა დრო დასჭირდება კლინიკას, ამის უზრუნველსაყოფად.
პროცესის პარალელურად საქალაქო სასამართლოს ეზოში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები და სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები არიან შეკრებილი.
თაგები:
მიხეილ სააკაშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს