მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 22 დეკემბრამდე გადაიდო


ავტორი
Front News საქართველო
მოსამართლე გიორგი არევაძემ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი ერთი კვირით გადადო.
მისი გადაწყვეტილებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის სასამართლო, სადაც მისი გათავისუფლების, ან სასჯელის გადავადების შუამდგომლობა განიხილება, 22 დეკემბერს გაგრძელდება.
სხდომაზე პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელმა პროცესის ერთი თვით გადადება მოითხოვა, რაც მოსამართლემ არ დააკმყოფილა.
შემდეგი სხდომა 22 დეკემბერს, 11:00 საათზე გაიმართება.
დღევანდელ სხდომაზე პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე დისტანციურად “ტექნიკური მიზეზით” არ ჩართო.
თაგები:
მიხეილ სააკაშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს