მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 27 ივნისამდე გადაიდო


ავტორი
Front News საქართველო
მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი, ე.წ. საზღვრის კვეთის საქმეზე 27 ივნისამდე გადაიდო.
სხდომა დღეს კლინიკა “ვივამედში” გაიმართა.
ადვოკატ შოთა თუთბერიძის თქმით, დღევანდელ სხდომაზე ექიმები გამოიკითხნენ, რომლებმაც სასამართლოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს.
მისივე თქმით, მკურნალმა ექიმებმა განაცხადეს, რომ ამ ეტაპზე მიხეილ სააკაშვილს ჩვენების მიცემა არ შეუძლია.
“პროკურორები დღეს ცდილობდნენ, ექიმებისგან “ამოეგლიჯათ” თარიღი და საათი, როდის შეიძლება მოვიდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილი გამოკითხონ”, – აღნიშნა ადვოკატმა.
თაგები:
მიხეილ სააკაშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს