მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 29 დეკემბრისთვის გადაიდო


ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 29 დეკემბერს, 11:00 საათზე გაიმართება.
მოსამართლე გიორგი არევაძეის განცხადებით, სასამართლო სხდომების ყოველდღე დანიშვნა შეუძლებელია, რადგან მასალა, რომელიც დღევანდელ სხდომაზე მოწმეებმა წარადგინეს, გამოკვლევას საჭიროებს.
“მოლოდინს ნუ შევიქმნით, რომ ერთ ან რამდენიმე სხდომაში დასრულდება. რამდენადაც მიუღებელი არ უნდა იყოს, ასე იქნება. ვერ დავტოვებთ გამოკვლევების გარეშე მტკიცებულებებს და ვერ მივატოვებთ შუა გზაში მოწმეებს”, – განაცხადა მოსამართლე არევაძემ.
დღევანდელ სხდომაზე, რომელიც 7 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, მიხეილ სააკაშვილი დისტანციურად ჩართეს, თუმცა შესვენების შემდეგ, მან მონაწილეობა ვეღარ შეძლო.
თაგები:
მიხეილ სააკაშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს