Logo

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი კლინიკა “ვივამედში” ჩატარდება

სამართალი
16.06.2022 / 16:43
Frontnews image description

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე დასკვნითი სასამართლო სხდომა კლინიკა „ვივამედში“ ჩატარდება.

 

გასვლითი სხდომის ჩატარების შუამდგომლობით სასამართლოს პროკურატურამ მიმართა, რასაც დაცვის მხარე არ დაეთანხმა. 

 

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების თქმით, მიხეილ სააკაშვილი თავს შეუძლოდ გრძნობს და პროცესში მონაწილეობას ვერ შეძლებს.

Advertisement