
ავტორი
Front News საქართველო
მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში, საქართველოს საელჩოებთან მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით აქციები იმართება.
ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში საელჩოსთან საქართველოს, ბულგარეთისა და უკრაინის მოქალაქეები შეიკრიბნენ, ასევე აქციები მიმდინარეობს კიშინიოვში, ბერლინში, ერვანში.
აქცია იმართება კიევშიც. აქციის მონაწილეების თქმით, მიხეილ სააკაშვილს ციხეში კლავენ, რაც ეწინააღმდეგება ადამიანურ პრინციპებს.
“ჩვენ, უკრაინელები, ახლა ვიბრძვით ჩვენი თავისუფლებისთვის, მიხეილ სააკაშვილს კი, რომელიც ბრძენი და ძლიერი ადამიანია, ციხეში კლავენ. ეს ეწინააღმდეგება ყველა სახის ადამიანურ პრინციპს. ამიტომ, ჩვენ გამოვედით აქციაზე, რათა მოვითხოვოთ, რომ ადამიანს მისცენ სიცოცხლის უფლება. ჩვენ წინააღმდეგი ვართ, რომ ადამიანებს კლავდნენ, განსაკუთრებით კი ციხეში”, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით აქციები 18:00 საათზე საქართველოს რამდენიმე ქალაქშიც გაიმართება.
თაგები:
მიხეილ სააკაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს