მიხეილ სააკაშვილის სოლიდარობის მიზნით დაგეგმილ აქციას რეგიონებიდანაც შეუერთდებიან

ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სოლიდარობის მიზნით რუსთავის ციხესთან დაგეგმილ აქციას მხარდამჭერები რეგიონებიდანაც ეუერთდებიან.
ქუთაისიდან მიხეილ სააკაშვილის გასამხნევებლად აქტივისტები და “ნაციონალური მოძრაობის” წევრები გაემგზავრნენ.
გზაში მათ მხარდამჭერები გურიიდან და აჭარიდან შეუერთდებიან. აქტივისტების განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი არ უნდა იყოს გასამართლებული ივანიშვილის ჯიბის სასამართლოს მიერ და ის უნდა გათავისუფლდეს.
აქცია 15:00 საათზეა დაგეგმილი.





