
ავტორი
Front News საქართველო
პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ციხის ფანჯარასთან გამოჩენის გამო, იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ მოკვლევა დაიწყო.
ადვოკატების ინფორმაციით, თუკი გენინსპექცია კანონდარღვევას დაადგენს, შეიძლება მესამე პრეზიდენტს, წაართვან ტელევიზორი და აუკრძალონ ვიზიტორების მიღება.
“ნაცვლად იმისა, რომ 7 ნოემბრის საქმეზე პროცესი ჩაატარონ, ნაცვლად იმისა, რომ პიჯაკების საქმეზე პროცესი ჩანიშნონ, ნაცვლად იმისა, რომ საზღვრის კვეთის საქმეზე წინასასამართლო პროცესი განსაზღვრონ, ხელისუფლება დაკავებულია იმის კვლევით, მიხეილ სააკაშვილმა როდის მიიღო შხაპი, შხაპის მიღების დროს სარკმელთან რატომ იყო და ა.შ. ეს ყველაფერი კომიკურია.
ღარიბაშვილი იმდენად გამწარდა, რომ ვერ უზრუნველყო მიხეილ სააკაშვილის სრული იზოლაცია გარესამყაროსგან, პენიტენციური სამსახურის უფროსს ყური აუწია და დაავალა რაღაც ღონისძიებები გადაედგათ. რაღაც მოკვლევაზე საუბრობენ”, – აცხადებს ადვოკატი ბექა ბასილაია.
თაგები:
მიხეილ სააკაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს