მიხეილ სააკაშვილის უცხოეთის კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით, “ქართული ოცნების” ოფისთან აქცია გაიმართება


ავტორი
Front News საქართველო
მიხეილ სააკაშვილის უცხოეთის კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით, 15:00 საათზე “ქართული ოცნების” ოფისთან აქცია გაიმართება.
აქცია რამდენიმე დღის წინ ლევან ხაბეიშვილმა დააანონსა.
“მე ჩემს თანამებრძოლებთან ერთად ენმ-ის მხარდამჭერებთან ერთად ვაპირებ 3 დეკემბერს, 15:00 საათზე “ქართული ოცნების” ოფისთან, იქ სადაც მიიღება რეალური გადაწყვეტილება, მოვთხოვოთ მთავარი რამ. არანაირი პოლიტიკური დღის წესრიგი არ გვაქვს, გვაქვს ერთი მოთხოვნა: პრეზიდენტ სააკაშვილის გადაყვანა, ჯანმრთელობა და სიცოცხლის უზრუნველყოფა”, – განაცხადა ხაბეიშვილმა.
დღეს დაგეგმილ აქციას მედიკოსებიც უერთდებიან.
თაგები:
მიხეილ სააკაშვილი