
ავტორი
Front News საქართველო
მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით სახელმწიფო კანცელარიასთან აქცია იმართება. ადგილზე შეკრებილი არიან მესამე პრეზიდენტის ოჯახის წევრები, პოლიტიკოსები და რიგითი მოქალაქეები.
აქციის მონაწილეების განცხადებით, ეს არის ჰუმანიტარული საკითხი და არ შეიძლება მესამე პრეზიდენტი სათანადო სამედიცინო სერვისის არარსებობის გამო ციხეში დაიღუპოს.
„ვსაუბრობთ ადამიანის ფუნდამენტურ უფლებაზე, რომელიც არის სიცოცხლე, ამის გარანტი უნდა იყოს სახელმწიფო, შესაბამისად, დღეს ჩვენი ხმა გვინდა გავაგონოთ ხელისუფლებას“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილის ძმამ დავით სააკაშვილმა.
აქცია მესამე პრეზიდენტის ოჯახის წევრების ორგანიზებით დაიგეგმა.
თაგები:
აქცია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს