
ავტორი
Front News საქართველო
პატიმრობაში მყოფმა ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვაზე უარი განაცხადა. ამის შესახებ სასამართლო პროცესზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დავით კურტანიძემ განაცხადა.
მოსამართლის განმარტებით, რადგან ბრალდებულმა დისტანციურ ჩართვაზე უარი განაცხადა, ეს მისი უფლებაა.
“პენიტენციურ სამსახურს გაეგზავნა მოთხოვნა, რომ სასამართლოში წარმოედგინათ მიხეილ სააკაშვილი, ან დისტანციურად ჩატარებულიყო პროცესი, ამ შემთხვევაში სასამართლოს მხარის თანხმობა არ სჭირდება”,- განაცხადა კურტანიძემ.
ინფორმაცია მოულოდნელი აღმოჩნდა ადვოკეტებისათვის და დამადასტურებელი დოკუმენტი მოითხოვეს, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა.
დღევანდელი პროცესი ტექნიკური ხასიათისაა და სასამართლოში საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე სასამართლოს სხდომის თარიღი უნდა განისაზღვროს.
დაცვის მხარე მიხეილ სააკაშვილის პროცესზე დასწრების შუამდგომლობას კიდევ ერთხელ დააყენებს.
თაგები:
მიხეილ სააკაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს