მიხეილ სააკაშვილს ახალ ბრალს სავარაუდოდ, დღეს წაუყენებენ


ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით ბრალს სავარაუდოდ, დღეს წაუყენებენ.
სააკაშვილს ბრალს ოფიციალურად რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გააცნობენ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება პირველ ოქტომბერს დაიწყო. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლით მიმდინარეობს.
თაგები:
მიხეილ სააკაშვილი