Logo

მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანენ

პოლიტიკა
19.11.2021 / 15:17
Frontnews image description

იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანენ.

 

„ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ინტერსებიდან გამომდინარე, ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილების სისრულეში მოსაყვანად, რომელსაც ობსტურქციული პოლიტიკური ძალების წაქეცებით არ ასრულებს პატიმარი სააკაშვილი, ვთავაზობთ შემდეგს, რომ მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილი იყოს გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში.

 

ეს არის ადგილი, სადაც მისი ჯანმრთელობა და უსაფრთხოება სახელწიფოს მხრიდან იქნება დაცული. ამ გადაწყვეტილებით ჩვენ ვიცავთ არა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის, არამედ სხვა ადამიანების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს, რომლებიც ახლა შიმშილობენ “, – განაცხადა მინისტრმა.

 

მისივე განცხადებით, მკურნალობის დასრულების შემდეგ მესამე პრეზიდენტის რუსთავის საპატიმროში დააბრუნებენ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები