
ავტორი
Front News საქართველო
“ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და სამოქალაქო აქტივისტები გორის ჰოსპიტალთან შეიკრიბნენ და მიხეილ სააკაშვილს დაბადების დღე მიულოცეს.
მხარდამჭერებმა მიხეილ სააკაშვილს 54-ე დაბადების დღე საქართველოს ჰიმნითა და შეძახილებით მიულოცეს.
პატიმრობაში მყოფმა მესამე პრეზიდენტმა მხარდამჭერებს ხელი დაუქნია, მან მადლიერების ნიშნად ტაში დაუკრა, შემდეგ კი თეთრი ნაწერი ააფრიალა. მოგვიანებით სააკაშვილმა მხარდამჭერებს სიტყვითაც მიმართა. მისი თქმით, მთავარია ერთობა და ბოლომდე ბრძოლა.
ადგილზე გამოჩნდნენ სამართალდამცველებიც.
თაგები:
მიხეილ სააკაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს