მიხეილ სააკაშვილს ხვალიდან ახალი მკურნალი ექიმი ეყოლება

ავტორი
Front News საქართველო
სახალხო დამცველის რწმუნებული საბა ბრაჭველი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილს ხვალიდან ახალი მკურნალი ექიმი ეყოლება.
როგორც სახალხო დამცველის წარმომადგენელმა ჟურნალისტებს განუცხადა, ექიმი ახლანდელი მკურნალი ექიმის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმებიდან გამომდინარე შეიცვალა.
მისივე თქმით, დღეს ჰოსპიტალში შესვლის შესაძლებლობა არ მიეცათ.
“ჩვენი არშეშვება აჩენს კითხვის ნიშნებს, ხომ არ დამძიმებულა მდგომარეობა ან ხომ არ აქვს რამე ისეთ შეზღუდვას ადგილი, რომლის შესახებაც საზოგადოებას არ აქვს ინფორმაცია. გვითხრეს, რომ ამჟამად პაციენტს რეანიმატოლოგი მეთვალყურეობს, რეანიმატოლოგთან შეხვედრაზეც თანახმა ვიყავით, მაგრამ ამაზეც უარი გვითხრეს, არც დოკუმენტაციას გაგვაცნეს და არც პატიმარს შეგვახვედრეს.
გვითხრეს, რომ მისი მკურნალი ექიმის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმებიდან გამომდინარე, ხვალ ახალი მკურნალი ექიმი დაენიშნება, რომელთან შეხვედრის შესაძლებლობა მოგვეცემა”, – განაცხადა სახალხო დამცველის წარმომადგენელმა.
თაგები:
მიხეილ სააკაშვილი




