
ავტორი
Front News საქართველო
“ემპათიას” ხელმძღვანელის მარიამ ჯიშკარიანის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა, თუმცა მდგომარეობა კვლავ მძიმეა და მიხეილ სააკაშვილს კვლავ ტემპერატურა აქვს.
მარიამ ჯიშკარიანის თქმით, ეს სავარაუდოდ, მიუთითებს იმაზე, რომ მიმდინარეობს ინფექციურ-ინტოქსიკაციური პროცესი.
“ვფიქრობთ, რომ პრობლემა არის დიაგნოსტიკა. ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და კიდევ უფრო დამძიმება არის მოსალოდნელი. ტემპერატურის მატებაა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ სადღაც არის ინფექციურ-ინტოქსიკაციური პროცესი, ეს ჩემი მოსაზრება გახლავთ. საჭიროა სასწრაფოდ გადაყვანა, სწორი დიაგნოსტიკა და შემდგომი მკურნალობა და რეაბილიტაცია”, – განაცხადა ჯიშკარიანმა.
მარიამ ჯიშკარიანი და ოთარ თოიძე ამ დროისთვის კლინიკა “ვივამედში” მიხეილ სააკაშვილთან იმყოფებიან.
თაგები:
მიხეილ სააკაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს