
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს პოლონეთმა ლეხ კაჩინსკის სახელობის “პრომეთეს ჯილდო” გადასცა.
პოლონეთის ერთ-ერთი უმაღლესი ჯილდო მიხეილ სააკაშვილს თავისუფლებისა და რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის გადაეცა.
ცერემონიალი ვარშავაში, სმოლენსკის ტრაგედიის 13 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გაიმართა. მას მესამე პრეზიდენტის დედა, “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები, ასევე უკრაინისა და საფრანგეთის დელეგაციები და პოლონეთის ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
მიხეილ სააკაშვილის გარდა, პოლონეთის უმაღლესი ჯილდო დღეს პოლონეთის ვიცე-პრემიერსა და დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრს გადაეცათ.
თაგები:
მიხეილ სააკაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს