მიხეილ სააკაშვილს პაემნების უფლება შეუზღუდეს


ავტორი
Front News საქართველო
მიხეილ სააკაშვილს პენიტენციურმა სამსახურმა რეჟიმი დაუმძიმა და ე.წ. პაემნის უფლებით სარგებლობა შეუზღუდა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატის ბექა ბასილაიას განცხადებით, ახალი გადაწყვეტილებით, მიხეილ სააკაშვილთან ოჯახის წევრების შესვლა თვეში მხოლოდ ერთხელ შეეძლებათ.
რა გახდა ამის მიზეზი, ჯერ უცნობია.
უფლებადამცველის თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმთელობის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია და ის ექიმების ვიზიტს საჭიროებს.
თაგები:
მიხეილ სააკაშვილი