
ავტორი
Front News საქართველო
გორის სამხედრო ჰოსპიტალში სახალხო დამცველის ინიციატივით შექმნილი ექსპერტთა ჯგუფის წევრები მივიდნენ, რომლებიც მიხეილ სააკაშვილს შეხვდებიან.
გორში იმყოფება სახალხო დამცველი ნინო ლომჯარიაც.
“ეს არის მორიგი ვიზიტი სახალხო დამცველთან არსებულ ექიმთა ჯგუფის, რომელიც პაციენტის სამედიცინო შემოწმებას ჩაატარებს, გაეცნობიან სამედიცინო ჩანაწერებს, რის შემდეგაც გასცემენ შესაბამის რეკომენდაციებს“, – აღნიშნა ნინო ლომჯარიამ გორის სამხედრო ჰოსპიტალში შესვლამდე.
მესამე პრეზიდენტთან ამ დროისთვის პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე და ცენტრ “ემპათიას” ალტერნატიული კონსილიუმის წევრი, ნევროლოგი ოთარ თოიძე იმყოფებიან.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს