მიხეილ სააკაშვილს შეკრებითობით 12 წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა


ავტორი
Front News საქართველო
ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე საქართველოს მესამე პრეზიდენტი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 344-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის 4,5 წელი მიუსაჯა.
მას ასევე დაუმატა 12 მარტის განაჩენი ე.წ. პიჯაკების საქმეზე, რომლითაც მესამე პრეზიდენტს თავისუფლების 9 წლით აღკვეთა მიესაჯა.
მოსამართლემ მიხეილ ჯინჯოლიამ მიხეილ სააკაშვილს ჯამში 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.
მესამე პრეზიდენტი საქართველოში 2021 წლის პირველ ოქტომბერს დაბრუნდა. მის წინააღმდეგ პროკურატურამ გამოძიება სსკ-ის 344-ე მუხლით დაიწყო, რაც სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთას გულისხმობს.
აღნიშნული საქმის ფარგლებში ბრალდება კიდევ 4 პირს – ელგუჯა ცომაიას, ზურაბ და შალვა წოწორიებს და გიორგი ნარიმანიძეს აქვთ წაყენებული. საქმე ცალკე წარმოებად მიმდინარეობს და ისინი გირაოს სანაცვლოდ არიან გათავისუფლებულები.
თაგები:
მიხეილ სააკაშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს