
ავტორი
Front News საქართველო
"ქოცებმა“ პროექტი შემოიტანეს, როგორ ავკრძალოთ მიხეილ სააკაშვილი და მისი პარტია, მიმაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილსა და „ნაციონალურ მოძრაობას“ არ უნდა აეკრძალოთ ქართულ პოლიტიკაში ჩართულობა, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ ოპოზიციისა და მმართველი გუნდის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა პროექტი, როგორ აიკრძალოს მიხეილ სააკაშვილი და მისი პარტია, რამაც ხვიჩიას ინფორმაციით, შეხვედრაზე ვნებათაღელვა გამოიწვია.
„მთელი დღის განმავლობაში ყველაფერი კარგად მიდიოდა, ფაქტობრივად, საკითხი არ იყო, სადაც ოპოზიცია და ხელისუფლება ვერ თანხმდებოდა, მაგრამ ჰოი, საოცრებავ, უცებ, „ქოცებმა“ პროექტი შემოიტანეს, როგორ ავკრძალოთ მიხეილ სააკაშვილი და მისი პარტია, რომელიც იცით, რომ მანამდეც არსებობდა. ამან ვნებათაღელვა გამოიწვია. მე ვნებათაღელვის ორგანიზატორი ვარ, მიმაჩნია, მიხეილ სააკაშვილსა და „ნაციონალურ მოძრაობას“ არ უნდა აეკრძალოთ ქართულ პოლიტიკაში ჩართულობა. რაც უფრო მეტი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას, მით მეტი კონკურენცია იქნება, რაც უკეთესს ხარისხს ნიშნავს“, – განაცხადა ხვიჩიამ.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს