Logo

მიხეილ სააკაშვილთან ადვოკატები შევიდნენ

სამართალი
04.10.2021 / 11:03
298
Frontnews image description

დღეს საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ციხეში ადვოკატები პირველად შეხვდებიან. 

 

რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში ციხეში უკვე შევიდნენ დიმიტრი საძაგლიშვილი და ბექა ბასილაია, მოგვიანებით მესამე პრეზიდენტს ნიკა გვარამია შეხვდება. 

 

ადვოკატ დიმიტრი საძაგლიშვილის თქმით, მესამე პრეზიდენტს ყველა იმ საკითხზე გაესაუბრებიან, რაც შეიძლება მნიშვნელოვანი და საინტერესო იყოს.

 

ბასილაიას თქმით, მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია და ხელისუფლებას მისი გათავისუფლება მოუწევს.

 

დღესვე, 15:00 საათზე მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები რუსთავის ციხესთან  აქციას გამართავენ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები