მიხეილ სააკაშვილთან მისი ამერიკელი ადვოკატი შევიდა

ავტორი
Front News საქართველო
საქართველო მესამე პრეზიდენტის მოსანახულებლად გლდანის ციხის საავადმყოფოში მისი ამერიკელი ადვოკატი ჯონ სენდვიჯი მივიდა.
უფლებადამცველი აშშ-დან საქართველოში გვიან ღამით ჩამოფრინდა. ის მესამე პრეზიდენტის მდგომარეობას გაეცნობა, შეხვედრის შემდეგ კი მედიასთან კომენტარს გააკეთებს.
ჯონ სენდვიჯთან ერთად, გლდანის ციხეში იმყოფება ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი.
მიხეილ სააკაშვილი უკვე 43-ე დღეა, შიმშილობს. სტრასბურგის სასამართლოს მოწოდების შემდეგ, მან განაცხადა, რომ მზადაა შიმშილობა შეწყვიტოს იმ შემთხვევაში, თუ გლდანის ციხის საავადმყოფოდან მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანენ.





