Logo

მიხეილ სააკაშვილთან სახალხო დამცველის რწმუნებული არ შეუშვეს

პოლიტიკა
1064
Frontnews image description

გორის სამხედრო ჰოსპიტალში მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის გასაცნობად მისული სახალხო დამცველის რწმუნებული არ შეუშვეს.  მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაცნობას ცდილობდა სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის წევრი ექიმი-ნევროლოგი თენგიზ წულაძე, თუმცა მანაც უარი მიიღო.  

 

მათთან შესახვედრად მორიგე ექიმი გამივიდა, რომელმაც განაცხადა, რომ მკურნალი ექიმის გარეშე ინფორმაციის გაცემის უფლება არ აქვს. 

 

სახალხო დამცველის წარმომადგენლის  საბა ბრაჭველის განცხადებით, დაწესებულებაში მათი არშეშვება სახალხო დამცველის შესახებ კანონის დარღევაა,  ამასთან,  მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს  მკურნალი ექიმი შეეცვალა. 

 

“სახალხო დამცველის რწმუნებულს აქვს უფლება ნებისმიერ დროს დაუბრკოლებლად, შეუფერხებლად შევიდეს ნებისმიერ დახურულ დაწესებულებაში, ჩვენი აქ შესვლის დაბრკოლება წარმოადგენს საქართველოს სახალხო დაცველის ორგანული კანონის დარღვევას, ამას აუცილებლად უნდა მოყვეს რეაგირება. ჩვენი არშეშვება აჩენს კითხვის ნიშნებს იმასთან დაკავშირებით,  ხომ არ არის პაციენტის მდგომარეობა დამძიმებული, ან ხომ არ აქვს რაიმე ისეთ შეზღუდვას ადგილი, რაზეც საზოგადოება ინფორმირებული არ არის.

 

ჩვენ რაც გვითხრეს არის ის,  რომ მისი მკურნალი ექიმის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმებიდან გამომდინარე, ხვალ ახალი მკურნალი ექიმი დაენიშნება, რომელთან შეხვედრის შესაძლებლობა მოგვეცემა”, – განაცხადა საბა ბრაჭველმა.  
მიხეილ სააკაშვილის მონახულებას ცდილობდა უკრაინის კონსულიც, თუმცა უშედეგოდ. 

 

მესამე პრეზიდენტთან ვიზიტებზე შეზღუდვების დაწესების შესახებ  გორის ჰოსპიტალის მთავარმა ექიმმა დღეს განაცხადა, თუმცა ამის მიზეზი არ გაუმარტავს.

Advertisement