
ავტორი
Front News საქართველო
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ კომიტეტის სხდომაზე მოსახლეობას კონსტიტუციის დღე მიულოცა.
„საქართველოს ვულოცავ 1921 წლის კონსტიტუციის მიღების დღეს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნის ისტორიისთვის. განსაკუთრებულია ამ დოკუმენტის როლი როგორც პოლიტიკური თვალსაზრისით, ისე მისი სამართლებრივი მნიშვნელობითა და სამართლებრივი ხარისხით“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
მისი თქმით, აღნიშნული დოკუმენტი იყო იმ პერიოდის ცივილიზებული კაცობრიობისთვის ერთ-ერთი სამაგალითო სამართლებრივი აქტი, რომელიც ძალიან ბევრ ფუძემდებლურ, პროგრესულ იდეას განახორციელებდა და შესაბამისად, იყო სანიმუშო და სამაგალითო.
„სასიხარულოა, რომ საქართველოს აღდგენილი დამოუკიდებლობის შემდეგ კონსტიტუციაც და მთელი სამართლებრივი წესრიგიც სწორედ იმ ტრადიციებზე იქნა დაფუძნებული, რომელიც 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუციამ დაადგინა“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
თაგები:
მიხეილ სარჯველაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს