Logo

მიხეილ სარჯველაძე – ახსნა სჭირდება თუნდაც იმ მიზეზებს, რის გამოც მიიღეს ეს გადაწყვეტილება

პოლიტიკა
1559
Frontnews image description

ასეთი სანქციები არ ყოფილა გამოყენებული სააკაშვილის მმართველობის პერიოდში, როცა მათ შორის ევროპული სტრუქტურების შეფასებითაც, შეუდარებლად დაბლა იდგა სასამართლო და მეტად პრობლემური იყო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

 

“ახსნა სჭირდება, რა თქმა უნდა, თუნდაც იმ მიზეზებს, რის გამოც მიიღეს ეს გადაწყვეტილება. მათ შორის იქ არის ერთ-ერთი პიროვნება, რომელიც რამდენიმე წელიწადია აღარ არის მოსამართლე. რამ განაპირობა, რომ არამოქმედი მოსამართლე ამდენი წლის მერე მოჰყვა ამ სიაში?! 

 

ასეთი სანქციები არ ყოფილა გამოყენებული სააკაშვილის მმართველობის პერიოდში, როცა მათ შორის ევროპული სტრუქტურების შეფასებითაც, შეუდარებლად დაბლა იდგა სასამართლო და მეტად პრობლემური იყო“, – განაცხადა სარჯველაძემ. 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები