Logo

მიხეილ სარჯველაძე – ამ კანდიდატურის დაყენებით კიდევ უფრო რადიკალურად შემცირდება მხარდაჭერა

პოლიტიკა
1491
Frontnews image description

უმრავლესობის წევრი მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ “ნაციონალური მოძრაობის” მხარდაჭერა, თბილისის მერად ნიკა მელიას კანდიდატურის დაყენების შემდეგ, კიდევ უფრო შემცირდება. 

 

“ახლა, ამ კანდიდატურის დაყენებით, მე ვფიქრობ, კიდევ უფრო რადიკალურად შემცირდება მხარდაჭერა, რომლის იმედიც შეიძლება ჰქონდეს ოპოზიციას იმის გათვალისწინებით, რომ ერთ მხარეს არის კანდიდატი, რომელიც პირდაპირ რომ ვთქვათ ასოცირდება წარმატებასთან და ფორმულაა წარმატების, მეორე მხრივ კი სახეზე გყავს კანდიდატი, რომელიც ერთადერთი შარში გახვევის და შარის დათესვის ინიციატივებით გამოირჩევა და სხვა არაფრით საზოგადოებისთვის თავი არ დაუმახსოვრებია”, – განაცხადა სარჯველაძემ.

Advertisement