მიხეილ სარჯველაძე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

ავტორი
Front News საქართველო
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე ღია პარლამენტის 2021-2922 წლების სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე მმართველობასთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელეს.
როგორც მიხეილ სარკველაძემ აღნიშნა, კომიტეტი სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაზე ინტენსიურად მუშაობს. შეხვედრაზე სამუშაო ჯგუფის წევრი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა მხრიდან გარკვეული მიმართულებებით პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების გატარების საჭიროება გამოიკვეთა.
“ჩამოვყალიბდით ტექსტის რედაქციაზე. ამ ტექსტით მოხდება პარლამენტის რეგლამენტში შესატანი ცვლილებების ინიცირება“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
თაგები:
მიხეილ სარჯველაძე
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


