მიხეილ სარჯველაძე – არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ვინ უფრო მეტი ქულით არის შეფასებული და ვინ ნაკლებით


ავტორი
Front News საქართველო
არავითარი რეიტინგი არ შეიძლება არსებობდეს, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ვინ უფრო მეტი ქულით არის შეფასებული და ვინ ნაკლებით, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ სახალხო დამცველობის კანდიდატების 9-კაციანი კომისიის მიერ ქულების შეფასების შესახებ განაცხადა.
მისი თქმით, ქულებით შეფასება პირობითია და სახალხო დამცველობის კანდიდატი შეიძლება ისეთი ვინმე გახდეს, ვინც კომისიისგან ყველაზე დაბალი შეფასება მიიღო.
“არავითარი რეიტინგი არ შეიძლება არსებობდეს. არავითარი მნიშვნელობა არ ექნება იმას, რომელი კანდიდატია მეტი ქულით შეფასებული და რომელი ნაკლებით, სულ მცირე იმის გამო, რომ წინ გვაქვს დასახელებული კანდიდატების შეფასება საკომიტეტო მოსმენების დროს.
არავითარი სარეიტინგო მაჩვენებლები, უპირატესობა და პრეფერენციები არც ერთს არ ექნება, თანაბარი შანსი აქვს როგორც პირველ ადგილზე, ისე ბოლო ადგილზე გასულ კანდიდატურას. მაგალითად, ნაკლები ცნობადობის გამო, რომ რომელიმე კანდიდატურა საერთოდ არ შეფასებულა, არავინ იფიქროს, რომ მას საერთოდ პერსპექტივა ეკარგება, ეს ასე ნამდვილად არ არის”, – განაცხადა სარჯველაძემ.
თაგები:
მიხეილ სარჯველაძე

მიხეილ სარჯველაძე – არავითარი საფუძველი არ აქვს ოპოზიციას იმის, თითქოს ოლიგარქია უკრაინაში ან უკრაინულად სხვა რამეს ნიშნავს და საქართველოში და ქართულად სხვა რამეს

მიხეილ სარჯველაძე – ეს კაცი არ არის დაბადებული საპარლამენტო საქმიანობისთვის, შესაბამისად, ამის არც სურვილი აქვს და არც უნარი

მიხეილ სარჯველაძე – არავითარი პოლიტიკური პატიმარი და არავითარი გმირი არ არის სახეზე