
ავტორი
Front News საქართველო
ჩემთვის განსაკუთრებულად ძვირფასია ქართულ-ამერიკული ურთიერთობა, მაგრამ ეს ურთიერთობა არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უპირობოდ, ყველა მოსაზრებას უაპელაციოდ დავეთანხმოთ. თუ პარტნიორები ვართ, რა თქმა უნდა, რეკომენდაციები უნდა მივიღოთ და ამაზე მსჯელობა გავაგრძელოთ, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ სანქცირებულ მოსამართლეებზე საუბრისას “იმედის” ეთერში განაცხადა.
“დავუშვათ შეიქმნა საგამოძიებო კომისია და რა უნდა მოხდეს?! პოლიტიკოსებმა უნდა დაიბარონ პარლამენტში მოსამართლეები, მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუციაში წერია: ანგარიშს ნუ მოსთხოვთ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლება მოსამართლეებს. სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპთან ჩვენ უნდა ვიყოთ სრული პატივისცემის რეჟიმში და სოლიდარობა გამოვუცხადოთ სასამართლოს.
როდესაც პოლიტიკურ საჯილდაო ქვად გადაიქცევა სასამართლო ხელისუფლებაში რომელიმე მოსამართლის ყოფნა-არყოფნის საკითხი, მაშინ უნდა შევახსენო ყველას, რომ რატომ იქმნება იუსტიციის საბჭო კონსტიტუციის მიხედვით“, – განაცხადა სარჯველაძემ.
თაგები:
მიხეილ სარჯველაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს