Logo

მიხეილ სარჯველაძე - ძალიან გვტკივა გული ამ ბავშვებისთვის, რა თქმა უნდა, მაქსიმალურად ყველაფერს გავაკეთებთ

პოლიტიკა
169
Frontnews image description

ძალიან გვტკივა გული ამ ბავშვებისთვის. რა თქმა უნდა, მაქსიმალურად ყველაფერს გავაკეთებთ და იმასაც განვმარტავთ, რას ვგეგმავთ და რა გაკეთებულა აქამდე ამ საკითხთან დაკავშირებით, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

„მინდა გამოვეხმაურო დიუშენის სინდრომის საკითხს, რომელიც ბოლო დღეებში ვნებათაღელვის საგანი გახდა. ძალიან რთულ საკითხზე მიწევს საუბარი, როდესაც დიუშენის სინდრომზე ვსაუბრობთ. ეს მართლაც მძიმე დიაგნოზია და არ მინდა, რომ არასწორი შთაბეჭდილებები შეიქმნას დამოკიდებულებებსა და პოზიციებთან დაკავშირებით.

აბსოლუტურად კარგად მესმის იმ ემოციებისა, რომლებიც აქვთ პაციენტებს, მათ მშობლებს, ოჯახის წევრებსა და გულშემატკივრებს. თავს ვალდებულად ვთვლი, რომ რამდენიმე დეტალი დავაზუსტოთ და საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია ამ საკითხის ირგვლივ - ყოველი ფაქტის, კლინიკური დასკვნისა და გარემოების გაშუქებით. ამავდროულად, ეს აუცილებელია იმისთვისაც, რომ იმ ადამიანების სიყალბეს ავხადოთ ფარდა, რომლებიც ცდილობენ პაციენტებისა და მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას“ - განაცხადა სარჯველაძემ.

მისივე თქმით, ამ საკითხზე სამინისტროს ექნება დამატებითი კომუნიკაცია.

"ეს არ არის მარტივი საკითხი, რომელზეც იოლად შეიძლება საუბარი, მათ შორის, ეთერის მეშვეობითაც. ეს მეტად რთული და სენსიტიური თემაა. თუმცა, მერწმუნეთ, რომ ამ დღეებში დუმილი არ ნიშნავს ნაკლებ ემპათიას. პირიქით, ძალიან გვტკივა გული ამ ბავშვებისთვის. რა თქმა უნდა, მაქსიმალურად ყველაფერს გავაკეთებთ და იმასაც განვმარტავთ, რას ვგეგმავთ და რა გაკეთებულა აქამდე ამ საკითხთან დაკავშირებით“ - განაცხადა სარჯველაძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები