Logo

მიხეილ სარჯველაძე – ერთი ნაბიჯი მაინც გადმოდგას ISFED-მა ისეთი, რომ ის დარჩეს იმ სტატუსის მატარებლად, რაც არის არასამთავრობო ორგანიზაცია

პოლიტიკა
20.08.2022 / 21:39
Frontnews image description

ერთი ნაბიჯი მაინც გადმოდგას ISFED-მა ისეთი, რომელიც საშუალებას მისცემს, რომ პოლიტიკურ პარტიად არ ითვლებოდეს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ “იმედის” ეთერში განაცხადა.

 

“ერთი ნაბიჯი მაინც გადმოდგას ISFED-მა ისეთი, რომ ის დარჩეს იმ სტატუსის მატარებლად, რაც არის არასამთავრობო ორგანიზაცია – ეს ძალიან მნიშვნელოვანია. არ შეიძლება ვმუშაობდეთ, სამუშაოდ ერთად ვისხდეთ ადამიანები, სადაც ერთი იძახის, რომ შენ საერთოდ არ გაქვს ლეგიტიმაცია და მე უნდა დავნიშნო მთავრობაო, ეს არ არის სწორი“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

 

მისი თქმით, სამუშაო ჯგუფი ფორმალურად შეიძლება არც შექმნილიყო რომელიმე პუნქტზე სამუშაოდ და ისე მომხდარიყო პუნქტის შესრულება.

 

“იგივე შეიძლება ეხებოდეს საარჩევნო კანონმდებლობას და ნებისმიერ სხვა მიმართულებას. ამ ფონზე რატომ ითვლება, რომ ამ შემთხვევაში ამ ჯგუფის სამუშაო ჯგუფში ჩართულობა, მონაწილეობა და ამ სტატუსის მოპოვება ქმნის ერთადერთ ფორმას ჩართულობისა ამ საკითხების განხილვაში – ჩემთვის გაუგებარია. სულ რომ არ შექმნილიყო სამუშაო ჯგუფი ესეც ნორმალური იქნებოდა და ამაზე ვერავინ ვერაფერს იტყოდა. შეიძლებოდა ისე წარმართულიყო მუშაობა, მაგალითად სამუშაო შეხვედრები გამართულიყო. სამუშაო ჯგუფი სხვა რაღაცაა – სამუშაო ჯგუფის წევრი არის თუ არ არის, ამით არ შემოიფარგლება სამოქალაქო სექტორის ჩართულობა საზოგადოდ“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

Advertisement