Logo

მიხეილ სარჯველაძე – ეს განცხადება არის აბსურდული, მავნებლური და კიდევ ერთი გამოვლინება აგრესიული განწყობების

პოლიტიკა
930
Frontnews image description

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე დიმიტრი მედვედევის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსს გამოეხმაურა.

 

“ეს განცხადება არის აბსურდული, მავნებლური და აგრესორი სახელმწიფოს მხრიდან კიდევ ერთი გამოვლინება აგრესიული განწყობების. საქართველო ამას არასდროს შეეგუება. ჩემთვის სულერთია, ამ განცხადების განთავსება იყო მართალი, თუ ტყუილი. როგორც არ უნდა იყოს, ეს ყველაფერი სოციალური ქსელის გამტეხავმა დაწერა, მედვედევმა, თუ ნებისმიერმა სხვამ, ეს კატეგორიულად გამორიცხული და მიუღებელი განცხადებაა“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

 

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის დიმიტრი მედვედევის სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა ჩანაწერი, სადაც ის საქართველოს რუსეთის იმპერიის ნაწილად მოიხსენიებს. ამჟამად ჩანაწერი აღარ იძებნება. რუსული მედიის ცნობით, კრემლში განაცხადეს, რომ მედვედევის სოცქსელი გატეხეს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები