
ავტორი
Front News საქართველო
ესაა მოთხოვნა, რომ მაქარაშვილი ან ვინმე სხვა, ლომჯარიაზე იყო საუბარი, გახდნენ მინისტრები და პრემიერ-მინისტრები. ეს გგონიათ საქართველოსთვის გამოსავალი?!, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
“20 ივნისსაც, 24 ივნისსაც იქ იყვნენ ადამიანები, რომელთაც გულწრფელად, კეთილსინდისიერად სჯერათ, რომ მათი ვალი, გამოხატონ პოზიცია – საქართველოს მომავალი უკავშირდება ევროპას. ჩემი პატივისცემა თითოეული ასეთი ადამიანის გამოხატვას, რომელთაც ამას გულწრფელადა და კეთილსინდისიერად ახორციელებს, თუმცა, იგივე არ ეკუთვნის ადამიანებს, რომლებიც ამ ყველაფრის გამოყენებას მერკანტილური მოტივებით ცდილობს.
მაქარაშვილი და ვიღაც უნდა გახდნენ მინისტრები – ამაზეა საუბარი. გავიგე, ესაა მოთხოვნა, რომ მაქარაშვილი ან ვინმე სხვა, ლომჯარიაზე იყო საუბარი, გახდნენ მინისტრები და პრემიერ-მინისტრები და ასე შემდეგ. მათ უნდათ, შექმნან საქართველოს ევროპული მომავალი, ამაზეა საუბარი! ეს გგონიათ საქართველოსთვის გამოსავალი?! ვისაც ასე სურს, ასე იფიქროს!“, – განაცხადა სარჯველაძემ.
თაგები:
მიხეილ სარჯველაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს